ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ მისი მოკვლა სცადეს
საზღვარგარეთ მცხოვრები ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ მისი მოკვლა სცადეს და მას თავს სვანი კაცი დაესხა. მისი თქმით, მომხდარს თვითმხილველიც ჰყავს.

საზღვარგარეთ მცხოვრები ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ მისი მოკვლა სცადეს.
ქალი, რომელიც ბავშვობაში სვანეთში მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო გაუპატიურებაზე საჯაროდ ყვება, ამბობს, რომ საზღვარგარეთ თავს სვანი კაცი დაესხა.
მისი თქმით, მომხდარს ჰყავს თვითმხილველიც.
დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა, თან მომწმე ჰყავს ამ საქმეს. ზურგიდან ვირთხულად არაკაცებმა სცადეს ჩემი მოკვლა. იყო ჩემს გევრდით ადამიანი, რომელმაც შეამჩნია ჩემს უკან მდგომი ნაბიჭვარი და ნაგავი სვანი”, – ამბობს ვიდეო მიმართავში ნატა ვიბლიანი.
ნატა ვიბლიანს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალი ამბობს, რომ 1990-იან წლებში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.