"ნიჭიერის" მესამე ეპიზოდი შთამბეჭდავი გამოსვლებით, ემოციური მომენტებითა და ექსტრემალური ნომრებით იყო დატვირთული - ნუცა ბუზალაძემ და ჯიქეიმ "ოქროს ღილაკები" გამოიყენეს
მეგაპროექტ „ნიჭიერის“ მესამე ეპიზოდში ნუცა ბუზალაძემ და ჯიქეიმ „ოქროს ღილაკები“ აჭარელ ბავშვებსა და 11 წლის მომღერალ სანდრო აბესაძეს გადასცეს.

მეგაპროექტ "ნიჭიერის" მეთორმეტე სეზონის მესამე ეპიზოდი შთამბეჭდავი გამოსვლებით, ემოციური მომენტებითა და ექსტრემალური ნომრებით იყო დატვირთული. გადაცემის მთავარი მოვლენა კი, ნუცა ბუზალაძის და ჯიქეის "ოქროს ღილაკების" მფლობელების გამოვლენა გახდა.
ნიჭიერმა ბავშვებმა, რომლებიც პროექტში მონაწილეობის მისაღებად აჭარიდან ჩამოვიდნენ ჟიურისა და მაყურებლის გული დაიპყრეს, მათმა ცეკვამ და სიმღერამ სცენაზე ნუცა ბუზალაძის "ოქროს ღილაკი" დაიმსახურა.
ჯიქეის "ოქროს ღილაკის" მფლობელი და რიგით მეორე ფინალისტი, 11 წლის მომღერალი სანდრო აბესაძე გახდა.
"ნიჭიერის" სცენა დაუვიწყარი ისტორიებისა და გამორჩეული შესაძლებლობების აღმოჩენის ადგილად კიდევ ერთხელ იქცა.
"მედია-ჰოლდინგის" მთავარი პროდიუსერის, გიორგი ხაბურზანიას განცხადებით, "ნიჭიერის" ყოველი გადაცემა წინაზე უკეთესია და მაყურებელს წინ კიდევ უკეთესი გადაცემები ელოდება.
"ჩვენ ის გვიხარია, რომ "ნიჭიერი" უკვე პირველიდან მეორე და მესამე გადაცემის მიხედვით უმჯობესდება. მესამეზეც უკვე ის ფიდბექი ჰქონდა მაყურებლისგან, რომ ეს კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე წინა სერიები, ასე რომ, ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რადგან წინ კიდევ უკეთესი გველოდება", - განაცხადა "მედია-ჰოლდინგის" მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…