პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სწორედ იყოს ჩამოყალიბებული, ყველა გზავნილი ურთიერთსარგებელზე იყოს დამოკიდებული

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პეკინში ვიზიტი წარმატებით დასრულდა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ურთიერთსარგებელზე იყოს დაფუძნებული.

ირაკლი ქადაგიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სწორედ იყოს ჩამოყალიბებული, ყველა გზავნილი ურთიერთსარგებელზე იყოს დამოკიდებული
პირველი არხი

პეკინის უცხო ენათა ინსტიტუტში არის საქართველოს შემსწავლელი ქვეფაკულტეტი, რაც მიანიშნებს იმ დიდი ინტერესზე, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში არის გამოკვეთილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პეკინში ვიზიტისას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

„პეკინში ვიზიტი წარმატებით დასრულდა. იყო შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით. გვქონდა პარლამენტებს შორის შეხვედრა, მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს დეპარტამენტი წარმართავს ზოგადად ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა სწორედ იყოს ჩამოყალიბებული, ყველა გზავნილი ურთიერთსარგებელზე იყოს დამოკიდებული.

ამავდროულად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჰუმანიტარული ნაწილი ამ შეხვედრებისა. იყო ქალთა ორგანიზაციასთან შეხვედრა, ქალბატონი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობდა ამ შეხვედრას. იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან და გაცვლითი ურთიერთობები ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პეკინის უცხო ენათა ინსტიტუტში, რომელიც ფაქტობრივად ამზადებს უცხოელ დიპლომატებს ჩინეთისთვის. აქ არის ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს შემსწავლელი ქვეფაკულტეტი, სადაც სტუდენტები სწავლობენ ქართულ ენას, სწავლობენ საქართველოს, ქართულ ლიტერატურას, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ დიდი ინტერესზე, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში არის გამოკვეთილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი: „ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. ჩინეთი თავის ურთიერთობებში, ძირითადად, აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები