პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, მაღალი რანგის შეხვედრების ფონზე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები - ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტი

ჩინეთის მმართველი პარტიის მიწვევით ქართული დელეგაცია პეკინში იმყოფება, სადაც ნინო წილოსანის განცხადებით, მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები იმართება.

საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, მაღალი რანგის შეხვედრების ფონზე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები - ნინო წილოსანი
რუსთავი 2

ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით ქართული დელეგაცია პეკინშია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც პარლამენტში, ასევე ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

ვიზიტის მთავარი მიზანი ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გამყარებაა. დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტში.

"საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, იმ მაღალი რანგის ურთიერთშეხვედრების ფონზე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები. ჩვენს დელეგაციას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში აქვს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, გარდა საქმიანი შეხვედრებისა, რა თქმა უნდა, ასევე იყო ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და კულტურული პროგრამა. ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტთან, ეს არის ქალთა განათლების ინსტიტუტი, რომელიც ქალთა ფედერაციას ეკუთვნის. ეს ინსტიტუტი თავის დროზე დაფუძნდა ქალებისთვის განათლების და პროფესიული გადამზადების მიზნით, თუმცა მოგვიანებით უკვე უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში ქალების გაძლიერება, როგორც მათი განათლების, პროფესიული გადამზადების და ლიდერობის მიმართულებით განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ დღევანდელ შეხვედრას ძალიან სასარგებლო ხასიათი ჰქონდა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობონინო წილოსანი – ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, ჩინეთთან აქტიური კომუნიკაცია არის საუკეთესო პრაქტიკების გადმოღების შესაძლებლობა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, იმ მაღალი რანგის ურთიერთშეხვედრების ფონზე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები. ჩვენს დელეგაციას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში აქვს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, გარდა საქმიანი შეხვედრებისა, რა თქმა უნდა, ასევე იყო ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და კულტურული პროგრამა. ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტთან, ეს არის ქალთა განათლების ინსტიტუტი, რომელიც ქალთა ფედერაციას ეკუთვნის. ეს ინსტიტუტი თავის დროზე დაფუძნდა ქალებისთვის განათლების და პროფესიული გადამზადების მიზნით, თუმცა მოგვიანებით უკვე უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში ქალების გაძლიერება, როგორც მათი განათლების, პროფესიული გადამზადების და ლიდერობის მიმართულებით განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ დღევანდელ შეხვედრას ძალიან სასარგებლო ხასიათი ჰქონდა“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვარლამ ლიპარტელიანი: გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით. გვსურს, უფრო გაღრმავდეს ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები