ირაკლი ქადაგიშვილი: „ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. ჩინეთი თავის ურთიერთობებში, ძირითადად, აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე“
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ პოზიტივი შემოიტანა, ჩინეთი კი აქცენტს პარტნიორი ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობასა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე აკეთებს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთის მმართველ პარტიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.
სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაც.
ჩინეთი გამორჩეულია თავისი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული სფეროებით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები ინდუსტრიულად ერთ-ერთ განვითარებულ ქალაქში.
აღსანიშნავია ერთი რამ – რომ ჩინეთი თავის ურთიერთობებში, ძირითადად, აქცენტს აკეთებს სწორედ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე
საქართველო-ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა შემოიტანა და ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მათ შორის, მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაც - ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში სწორედ მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება - ჩინეთი პარტნიორ ქვეყნებთან თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე
ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთთან ურთიერთობაზე: „მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში სწორედ მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება – ჩინეთი პარტნიორ ქვეყნებთან თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…