პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გამსახურდია მეუფე იობზე: საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა, რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება?

ნაციონალური მოძრაობა

გიორგი გამსახურდია მეუფე იობს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობა“ აპურებდა, შემდეგ კი გახარიამ გადაიბარა. მისი მტკიცებით, პატრიარქობის მსურველ ელგუჯა აქიაშვილს შიოს შესატყვისი წესიერება და სუფთა წარსული ვერ ექნება.

გიორგი გამსახურდია მეუფე იობზე: საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა, რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება?
რუსთავი 2

გიორგი გამსახურდია მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ აპურებდნენ მას და მისგვარ მეუფეებს, რის შემდეგაც ის გახარიამ გადაიბარა.

გამსახურდიას თქმით, პატრიარქობის მსურველ ელგუჯა აქიაშვილს ვერასდროს ექნება შიოს შესატყვისი წესიერება, პატიოსნება და სუფთა წარსული, რომელიც მისი ეპარქიის სიღრმეებში არსებულ სიბნელეში ნაკლებად მოიძებნება.

„საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა, რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება? 9 წელი აპურებდა მიშა და ნაცმოძრაობა მეუფეს და მისგვარ მეუფეებს და შესაბამისად, ვალშიც არიან ზოგიერთები. მერე ელგუჯა აქიაშვილი, გახარიამ გადაიბარა, მთელი თავისი "ჯიგრული პონტებით" და თავის მოადგილესთან ერთად, სულ გვერდში ეჯდა.

ბოლოს, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო და იქნებ, პატრიარქი გავხდეო.

ვერ გაუტოლდა შიოს და ვერც ვერასდროს ვერ გაუტოლდება, სულ რომ საუკუნეები იცოცხლოს, მაგას წესიერება, პატიოსნება და სუფთა წარსული ჭირდება, რომელიც მისი ეპარქიის სიღრმეებში არსებულ სიბნელეში, ნაკლებად მოიძებნება.“ - წერს გიორგი გამსახურდია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილზე: თავისი ნულოვანი პარტიიანად იძახის, რომ ბიძინა ივანიშვილი მივიდა ამ კაცობის პროვოკაციასთან და დაუდგა გვერდში. ყოფნის ნამუსი, რომელი ნამუსიც მრავალჯერ ახადეს, მისი მეუღლის თავდაცვის მინისტრობისას და ამას ცრუპენტელობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები