მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის მშვიდობა ისტორიული გამოცდილებითა და რეგიონული გამოწვევებით განსაზღვრული არჩევანია, რომლის შენარჩუნებაც საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე მშვიდობაზე, როგორც საქართველოს არჩევანზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები.
თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.
დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები. თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს. დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…