მედია: უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის პორტი უსტ-ლუგა დაბომბა
უკრაინულმა დრონებმა ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე რუსეთის პორტი უსტ-ლუგა დაბომბეს, რასაც ხანძარი და აფეთქებები მოჰყვა, იუწყება უკრაინული მედია.

უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტი უსტ-ლუგა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაბომბვის შემდეგ პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და აფეთქებები მოხდა. პორტი ესტონეთის საზღვართან მდებარეობს.
აფეთქებების ხმა რუსეთის სხვა რეგიონებშიც ისმოდა. სმოლენსკის ოლქში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, ხოლო ტვერში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
აფეთქებები ისმოდა ადიღეს რესპუბლიკაშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.
პორტი უსტ-ლუგა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მისი როლის გამო ევროკავშირის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და შვეიცარიის სანქციების ქვეშ იმყოფება.
ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორატის განცხადებით, უსტ-ლუგა ერთ-ერთი პორტია, რომელსაც რუსეთი ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, უსტ-ლუგას პორტის ინფრასტრუქტურა უკრაინული ძალების სამიზნე ადრეც გამხდარა. 1 სექტემბერს უკრაინულმა დრონებმა კომპლექს Novatek-Ust-Luga-ს დაარტყეს, რის შედეგადაც ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარის მნიშვნელოვანი კომპონენტები და სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობა დაზიანდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…