“რუსეთმა 3 საკუთარი ვერტმფრენი, 2 „ალიგატორი“ და 1 Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო” – ირაკლი მელაშვილი
ირაკლი მელაშვილის ცნობით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ უსტ-ლუგას პორტზე თავდასხმის მოგერიებისას „მეგობრული ცეცხლით“ საკუთარი 3 ვერტმფრენი ჩამოაგდო და 7 სამხედრო დაიღუპა. მისივე თქმით, უკრაინელებმა ბალტიის ზღვაში სარაკეტო ხომალდი „ნოროფომინსკიც“ გაანადგურეს.

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
რუსულ სამხედრო ზეტ ტელეგრამ-არხებზე (Fighterbomber, Военный осведомитель და Воевода вещает) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 11 ნოემბერს ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტზე უკრაინული დრონების იერიშის მოგერიებისას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მხრიდან ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ (სამხედროების მიერ საკუთარი ჯარისკაცების და/ან ტექნიკის უნებლიე განადგურება ) წყალობით რუსეთმა სამი საკუთარი ვერტმფრენი, ორი დამრტყმელ-სადაზვერვო Ka-52 („ალიგატორი“) და ერთ მრავალფუნქციური Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია სამი ეკიპაჟი, ჯამში 7 სამხედრო მოსამსახურე.
ამავე შეტევის დროს ბალტიის ზღვაში უკრაინელებმა გაანადგურეს სარაკეტო ხომალდი “ნოროფომინსკი”, პროექტ 21631 „ბუიან-M“ (Buyan-M) კლასის კორვეტი, რომლიც შეიარაღებული იყო კალიბრის“, მისი 8-უჯრედიანი ვერტიკალური გამშვები დანადგარით და „ონიქსის“ (Oniks / P-800) რაკეტებით, აგრეთვე აღჭურვილი იყო „იგლა-1M“ (Igla-1M) ახლო მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემით„ გიბკას“ (3M-47 Gibka) ტიპის ორი გამშვები დანადგარით. (მაგრა უმუშავია)
საყრადღებოა, რომ უსტ-ლუგას პორტში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად რამდენიმე ლოკაციაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრები ჯერაც ვერ ჩააქრეს. უსტ-ლუგას პორტი რუსეთისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და ენერგეტიკული კვანძია, რომელიც ბალტიის ზღვაზე რუსეთის უდიდესი პორტია. მისი ტვირთბრუნვა 120-130 მილიონი ტონაა (მეორე მაჩვენებელი რუსეთში).
უსტ ლუგას სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონების მუდმივი თავდასხმების გამო ფაქტობრივად მუშაობა შეწყვიტა რუსეთის ყველაზე დიდმა პორტმა, ნოვოროსიისკმა , გემები უბრალოდ უარს ამბობენ ამ პორტის გამოყენებაზე. ამის შემდეგ, უსტ ლუგას პორტი რუსეთისთვის იქცა მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტები (მაზუთი, დიზელი), გაზის კონდენსატის, თხევადი ბუნებრივი აირის ქვანახშირის, მინერალური სასუქების, ლითონების, მადნისა და საკონტეინერო ტვირთების ძირითად საექსპორტო ტერმინალად . დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ, უსტ-ლუგა იქცა ერთ-ერთ მთავარ წერტილად, საიდანაც რუსული ნავთობი ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებით აზიისა და სხვა რეგიონების ბაზრებზე იგზავნება. ამ პორტში ფუნქციონირებს ისეთი მსხვილი კომპანიების, ტერმინალები როგორებიცაა Novatek, Transneft და Sibur.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…