დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის მსხვილ სამრეწველო ზონაზე
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ ქალაქ კირიშის სამრეწველო ზონაში დრონების მოხვედრა დაადასტურა. წყაროების ცნობით, დარტყმის სამიზნე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „კინეფი“ გახდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა დარტყმა კირიშის სამრეწველო ზონაზე. უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, შეტევა იყო რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
9 ნოემბერს გამთენიისას ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ „არის უპილოტო საფრენი აპარატების მოხვედრის ფაქტები ქალაქ კირიშის სამრეწველო ზონაში“. კონკრეტული ობიექტები გუბერნატორს არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, ლენინგრადის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 113 დრონი. ნამსხვრევებით დაზიანებულია სახლები კირიშის და ვსევოლოჟკის რაიონებში.
სხვა წყაროები
მონიტორინგის უკრაინული არხების, Supernova+ და Exilenova+ ცნობით, დრონებით დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზზე”(კინეფი), სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ამ ქარხანაზე შეტევას ადასტურებს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ც.
„კირიშინეფტეორგსინტეზი“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მისი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 20-21 მილიონი ტონაა.
ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, ნავთს, მაზუთს და სხვა პროდუქციას. მნიშვნელობამ როლს ასრულებს ნავთობპროდუქტებით რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის უზრუნველყოფაში. საწვავის ძირითადი მიმწოდებელია ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და მისი პულკოვის აეროპორტისთვის.
კირიშის ქარხანა კომპანია „სურგუტნეფტეგაზის“ შემადგენლობაშია. ამ კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციები მოქმედებს.
2025 წლიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა კირიშის ქარხანას არაერთხელ დაარტყეს. 2026 წლის აგვისტოს ბოლოს განხორციელებული შეტევის შემდეგ სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ქარხანამ ნავთობის გადამუშავება სრულად შეაჩერა.
ციტატები სტატიიდან
„არის უპილოტო საფრენი აპარატების მოხვედრის ფაქტები ქალაქ კირიშის სამრეწველო ზონაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…