პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვას იწყებს - გაზრდილია დაფინანსება სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით
პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა იწყება, სადაც ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 1.2 მილიარდით გაიზარდა.

საკანონმდებლო ორგანოში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა იწყება. მთავრობის მიერ განახლებული პროექტის განხილვა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.
დეპუტატები იმ ცვლილებებსა და პრიორიტეტებს შეაფასებენ, რომლებიც პირველად ვერსიაში შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ აისახა. დოკუმენტის თანახმად, გაზრდილია დაფინანსება სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით. იზრდება პენსიები, ხელფასები საჯარო სექტორში, დამატებითი თანხაა გათვალისწინებული ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებისთვის.
"მთავრობამ, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თითქმის ყველა რეკომენდაცია და ყველა შენიშვნა გაითვალისწინა. დაგვიბრუნა უკვე ის პროექტი, რომელსაც თვლის საჭიროდ, რომ მიიღოს პარლამენტმა. აქვე მინდა აღვნიშნო, ჯანდაცვის სფერო 427 მილიონი ლარით არის გაზრდილი, უკვე განახლებული პროექტი ჯანდაცვის სფეროში. ჯამში, წინა წელთან შედარებით, ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 1.2 მილიარდით.
ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რეგიონული პროექტების განვითარებას, ფონდი იზრდება 40 მილიონი ლარით და ჯამში შეადგენს 800 მილიონ ლარს", - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„მთავრობამ, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თითქმის ყველა რეკომენდაცია და ყველა შენიშვნა გაითვალისწინა. დაგვიბრუნა უკვე ის პროექტი, რომელსაც თვლის საჭიროდ, რომ მიიღოს პარლამენტმა. აქვე მინდა აღვნიშნო, ჯანდაცვის სფერო 427 მილიონი ლარით არის გაზრდილი, უკვე განახლებული პროექტი ჯანდაცვის სფეროში. ჯამში, წინა წელთან შედარებით, ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 1.2 მილიარდით. ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რეგიონული პროექტების განვითარებას, ფონდი იზრდება 40 მილიონი ლარით და ჯამში შეადგენს 800 მილიონ ლარს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…