პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წიწამურში, ორი ადამიანის ხელყუმბარით აფეთქების საქმეზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

წიწამურში ხელყუმბარის აფეთქების საქმეზე, რასაც ერთი ადამიანის სიკვდილი და მეორის დაჭრა მოჰყვა, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

წიწამურში, ორი ადამიანის ხელყუმბარით აფეთქების საქმეზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, ბრალდებულმა წინასწარ დაამონტაჟა მის მიერ უკანონოდ შეძენილი „RGD-5“-ის მოდელის ხელის მსხვრევადი ყუმბარა და მითითებულ ადგილას ორი მოქალაქე შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. დაზარალებულების ადგილზე მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 9 ნოემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ” და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომცხეთაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც წიწამურთან "პუშკინას" და მისი მეგობრის აფეთქების ბრალდებით დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები