ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპი ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკა

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკა, რამაც გაერთიანების დანარჩენ 26 წევრ ქვეყანაში იმედგაცრუება გამოიწვია.

მედია: უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპი ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკა
მედია: უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპი ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკაიმედინიუსი

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის საჭირო მორიგი ნაბიჯი დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტის წინა მოთხოვნები შესრულებული იყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 20 ოქტომბერს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ტექნიკური ექსპერტები შეიკრიბნენ, რათა შეთანხმებულიყვნენ პროცედურულ ნაბიჯზე, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი ორი მიმართულების გახსნის პროცესს დაიწყებდა, თუმცა უნგრეთმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

ევროპელი დიპლომატების ცნობით, ბუდაპეშტის პოზიციამ დანარჩენი 26 ქვეყანა იმედგაცრუებული დატოვა. კოლეგებმა უნგრეთის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიზეზის განმარტებაც სთხოვეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, უნგრულმა მხარემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი პოზიცია უცვლელია.

როგორც მედია იუწყება, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს პარალელურად გადიან. მოლაპარაკებები ექვს თემატურ კლასტერად არის დაყოფილი, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისთვის აუცილებელ რეფორმებს მოიცავს.

13 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნებმა კიდევ ორი ჯგუფის გახსნა შეძლეს, რის შემდეგაც დარჩა ორი მიმართულება, რომელთა გახსნაც წლის ბოლომდე იგეგმებოდა. ეს მიმართულებები სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვასა და ტრანსპორტს მოიცავს.

გამოცემის წყაროების შეფასებით, უნგრეთის ამჟამინდელი პოზიცია უკრაინაში უნგრულენოვანი უმცირესობის განათლების უფლებებს აღარ უკავშირდება. კიევმა ამ საკითხზე კანონი 12 ოქტომბერს მიიღო.

უკრაინული მედიის ცნობით, ბლოკირება, სავარაუდოდ, დროებითი იქნება. გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ უნგრეთის მთავრობას არ სურს, ოპოზიციის თვალში უკრაინის მიმართ ზედმეტად შემრიგებლურად გამოიყურებოდეს.

საკითხი ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრებზეც განიხილება, სანამ ჩიხიდან გამოსავალი არ მოიძებნება. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიისთვის, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის წინსვლა წლის ბოლომდე ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
EU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები