პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას

საკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ კონსტიტუცია წესწყობილების დამხობისკენ მიმართული პარტიების საქმიანობას ისევე დაუშვებლად მიიჩნევს, როგორც ადამიანის წამებას.

არჩილ გორდულაძე: ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას
იმედინიუსი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმ პარტიების საქმიანობას, რომლებიც წესწყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას ცდილობენ, აბსოლუტურად დაუშვებლად მიიჩნევს, ისევე, როგორც ადამიანის წამებას.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციაში გამოყენებულ ტერმინ „დაუშვებელს“ აქვს სამართლებრივი წონა და იგი შინაარსისგან დაცლილი ვერ იქნება.

„კონსტიტუციაში თითოეულ ტერმინს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შინაარსისგან დაცლილი რა თქმა უნდა ვერ იქნება. როდესაც ვნახავთ და კონსტიტუციას ჩავხედავთ, თუ რა შემთხვევებში იყენებს საქართველოს კონსტიტუცია ტერმინს „დაუშვებელია“ პირველ რიგში ყველაზე კლასიკური მაგალითი ამ შემთხვევაში არის მე-9 მუხლი. მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ცალსახად ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

შესაბამისად რა შემთხვევაც კი არ უნდა დადგეს ისეთი, რომელიც დასაშვებს გახდიდა, რომ ადამიანის წამება მოხდეს, ჩანასახშივეც კი ასეთი დაშვების გაკეთებაც კი პირდაპირ ეწინააღმდეგება მე-9 მუხლის მეორე პუნქტს. ამიტომ თუ სხვა შემთხვევებში, მაგალითად, სხვა უფლებების კონკრეტულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა შეზღუდვის სხვადასხვა საფუძვლები არსებობს, ან სხვადასხვა ზღვარი არსებობს, ან სხვადასხვა კვალიფიციური დათქმები არსებობს კანონისმიერი, სასამართლოს, თუ კომბინირებული, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, კიდევ უფრო მეტად, ექსპლიციტურად, პირდაპირ, მითითებულია, რომ ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, რომ დაამხონ და შეცვალონ ძალადობრივად, მათი საქმიანობა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, კონსტიტუციის მიხედვით, მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონსტიტუციაში თითოეულ ტერმინს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შინაარსისგან დაცლილი რა თქმა უნდა ვერ იქნება. როდესაც ვნახავთ და კონსტიტუციას ჩავხედავთ, თუ რა შემთხვევებში იყენებს საქართველოს კონსტიტუცია ტერმინს „დაუშვებელია“ პირველ რიგში ყველაზე კლასიკური მაგალითი ამ შემთხვევაში არის მე-9 მუხლი. მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ცალსახად ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. შესაბამისად რა შემთხვევაც კი არ უნდა დადგეს ისეთი, რომელიც დასაშვებს გახდიდა, რომ ადამიანის წამება მოხდეს, ჩანასახშივეც კი ასეთი დაშვების გაკეთებაც კი პირდაპირ ეწინააღმდეგება მე-9 მუხლის მეორე პუნქტს. ამიტომ თუ სხვა შემთხვევებში, მაგალითად, სხვა უფლებების კონკრეტულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა შეზღუდვის სხვადასხვა საფუძვლები არსებობს, ან სხვადასხვა ზღვარი არსებობს, ან სხვადასხვა კვალიფიციური დათქმები არსებობს კანონისმიერი, სასამართლოს, თუ კომბინირებული, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, კიდევ უფრო მეტად, ექსპლიციტურად, პირდაპირ, მითითებულია, რომ ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, რომ დაამხონ და შეცვალონ ძალადობრივად, მათი საქმიანობა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც პარტია არაკონსტიტუციურ ძალასთან ერთად ინაწილებს თანამდებობებს, ადასტურებს, რომ არ ემიჯნება იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები