პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების დამხობას უთანაბრდება.

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“
იმედინიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენდა.

მისი თქმით, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებითაც არის გამყარებული.

კახიანის განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვაა და მათი სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების დამხობას ნიშნავს.

„როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობას ვედავებით მოპასუხე მხარეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო მრავალი კომპონენტისგან შედგება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ადამიანის უფლებებია. 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევა სადავო არ არის. ამ ნაწილში ჩვენი სარჩელი გამყარებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ისე ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით. ბუნებრივია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - განაცხადა კახიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - "ნაციონალურ მოძრაობაზე"
  2. POSTVსამთავრობოგიორგი კახიანი: „როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: „როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები