პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული იყო, ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია, ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების არსზე, ინსტრუმენტებია საჭირო, რათა დაიბლოკოს ომის განმეორება, შეეხნენ დეესკალაციის ნაბიჯებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, პრიორიტეტად რჩება ტყვეების გათავისუფლება და ომის განმეორების დასაბლოკად საჭიროა ნამდვილი ინსტრუმენტები.

ვოლოდიმირ ზელენსკი - სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული იყო, ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია, ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების არსზე, ინსტრუმენტებია საჭირო, რათა დაიბლოკოს ომის განმეორება, შეეხნენ დეესკალაციის ნაბიჯებს
ინტერპრესნიუსი

სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, განხილულ იქნა ტყვეების გათავისუფლების საკითხი, ასევე, უსაფრთხოების გარანტიები და დეესკალაცია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ინტერესშია უკრაინის ომის დასრულება.

“სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო. დრო ჰქონდათ განეხილათ ჰუმანიტარული ნაბიჯების საჭიროება და შესაძლო პარამეტრები. ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია. დეტალურად ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების არსზე და საფუძვლებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას გარანტიების გრძელვადიანად ფუნქციონირება. ნამდვილი ინსტრუმენტებია საჭირო, რათა დაიბლოკოს ომის ნებისმიერი განმეორება. ასევე, შეეხნენ დეესკალაციის ნაბიჯებს.

ნათელი ინსტრუქციები მივეცი ჩვენს გუნდს შემდგომი დიალოგისთვის - როგორც ხვალ სამმხრივ ფორმატში, ასევე, უფრო ფართოდ, მომდევნო დღეებში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლებთან და ევროპის წარმომადგენლებთან. მთავარია ომის დასასრულის ნამდვილად დაახლოება. და უკრაინის მხრიდან ყოველთვის იქნება პროდუქტიული, მაღალი ხარისხის და პატიოსანი სამუშაო. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს ამ მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის და მადლობას ვუხდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მათთვის სანდო პლატფორმის უზრუნველყოფისთვის,” - წერს ზელენსკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო. დრო ჰქონდათ განეხილათ ჰუმანიტარული ნაბიჯების საჭიროება და შესაძლო პარამეტრები. ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია. დეტალურად ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების არსზე და საფუძვლებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას გარანტიების გრძელვადიანად ფუნქციონირება. ნამდვილი ინსტრუმენტებია საჭირო, რათა დაიბლოკოს ომის ნებისმიერი განმეორება. ასევე, შეეხნენ დეესკალაციის ნაბიჯებს. ნათელი ინსტრუქციები მივეცი ჩვენს გუნდს შემდგომი დიალოგისთვის - როგორც ხვალ სამმხრივ ფორმატში, ასევე, უფრო ფართოდ, მომდევნო დღეებში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლებთან და ევროპის წარმომადგენლებთან. მთავარია ომის დასასრულის ნამდვილად დაახლოება. და უკრაინის მხრიდან ყოველთვის იქნება პროდუქტიული, მაღალი ხარისხის და პატიოსანი სამუშაო. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს ამ მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის და მადლობას ვუხდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მათთვის სანდო პლატფორმის უზრუნველყოფისთვის,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები