პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბის შეხვედრებზე უკრაინის გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებითა და ლიდერების დონეზე სამმხრივი ფორმატის ორგანიზების ხედვით გამოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვა
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები მიმდინარე მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიციას აძლიერებენ.

“ახლა, უკრაინელი სამხედროები ნამდვილად აძლიერებენ უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებებში: ყოველი სრულად შესრულებული დავალება, ყოველი თავდაცვითი ოპერაცია, რომელიც უკრაინას ძალასა და შედეგებს აძლევს, აძლიერებს უკრაინას და, უპირველეს ყოვლისა, გვაძლიერებს ჩვენ მოლაპარაკებებში”, - განაცხადა ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, უკრაინის მოლაპარაკების ჯგუფი უკვე ემირატებშია და პირველი შეხვედრა სამშაბათს გაიმართება.

“ხვალ პირველი შეხვედრა გაიმართება. იქნებიან ევროპელი პარტნიორებიც. მათთან ცალკეული ფორმატის შეხვედრები გაიმართება, თუმცა ყველა ეს შეხვედრა ერთი საერთო მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს - რეალური მშვიდობის დამყარების დაახლოებას. დიდად ვაფასებთ თითოეული ქვეყნის მხარდაჭერას. ინდოეთმა წარმოადგინა წინადადებები სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსული მხარე არ უჭერს მხარს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის წარმომადგენლები აბუ-დაბის შეხვედრაზე დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვლენ.

“აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვა. უნდა არსებობდეს მკაფიო ხედვა, როგორ უნდა მოხდეს სამმხრივი ფორმატის ორგანიზება ლიდერების დონეზე, რათა ეს ომი რეალურად და სამართლიანად დასრულდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა, უკრაინელი სამხედროები ნამდვილად აძლიერებენ უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებებში: ყოველი სრულად შესრულებული დავალება, ყოველი თავდაცვითი ოპერაცია, რომელიც უკრაინას ძალასა და შედეგებს აძლევს, აძლიერებს უკრაინას და, უპირველეს ყოვლისა, გვაძლიერებს ჩვენ მოლაპარაკებებში“
„ხვალ პირველი შეხვედრა გაიმართება. იქნებიან ევროპელი პარტნიორებიც. მათთან ცალკეული ფორმატის შეხვედრები გაიმართება, თუმცა ყველა ეს შეხვედრა ერთი საერთო მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს - რეალური მშვიდობის დამყარების დაახლოებას. დიდად ვაფასებთ თითოეული ქვეყნის მხარდაჭერას. ინდოეთმა წარმოადგინა წინადადებები სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსული მხარე არ უჭერს მხარს“
„აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვა. უნდა არსებობდეს მკაფიო ხედვა, როგორ უნდა მოხდეს სამმხრივი ფორმატის ორგანიზება ლიდერების დონეზე, რათა ეს ომი რეალურად და სამართლიანად დასრულდეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები