მოსამართლეს "ოცნებისგან" აინტერესებს პასუხი, სად არის ზღვარი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ჰკითხა, სად გადის ზღვარი მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის.

ოპოზიციის აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა პირველი კითხვა-პასუხის ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ დაუსვა.
„მაინტერესებს, რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს როლების გამიჯვნა - სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?“ - იკითხა მოსამართლემ.
შეკითხვის საპასუხოდ, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ პარტიას შეიძლება შეერაცხოს მისი ლიდერებისა და წევრების ქმედებები, თუ ის მათ არ ემიჯნება.
ამის შემდეგ, მოსამართლემკიდევ ერთი კითხვა დაუსვა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, პარტიას კონკრეტული პირების დანაშაულები იმის გამო უნდა შეერაცხოს, რომ ის მათ არ გაემიჯნა, თუ იმის გამო, რომ მათი მმართველობის დროს სახელმწიფომ დანაშაულები სათანადოდ არ გამოიძია და დამნაშავეები არ დასაჯა.
ამ შემთხვევაში სარჩელის ავტორებმა სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გაამახვილეს ყურადღება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…