სადაა ზღვარი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის? მოსამართლის შეკითხვა „ოცნებას“
მოსამართლის შეკითხვაზე პარტიისა და სახელმწიფოს როლების გამიჯვნის შესახებ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტიას შეიძლება შეერაცხოს ლიდერებისა და წევრების ქმედებები, თუ ის მათ არ ემიჯნება.

„მაინტერესებს, რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს როლების გამიჯვნა - სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?“
პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, თუმცა პარტიას შეიძლება შეერაცხოს მისი ლიდერებისა და წევრების ქმედებები, თუ ის მათ არ ემიჯნება.
თორნიკე ჭეიშვილმა 2004–2012 წლების პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინდელი მმართველობის სისტემა ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო იყო, რეალურად კი - მკაცრად ცენტრალიზებული და სუპერსაპრეზიდენტო.
მოსამართლემ დააზუსტა, პარტიას კონკრეტული პირების დანაშაულები იმის გამო უნდა შეერაცხოს, რომ ის მათ არ გაემიჯნა, თუ იმის გამო, რომ მათი მმართველობის დროს სახელმწიფომ დანაშაულები სათანადოდ არ გამოიძია და დამნაშავეები არ დასაჯა.
პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მიუთითა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მაინტერესებს, რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს როლების გამიჯვნა - სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…