ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული” – მაია ბუწაშვილი ბაღებში მომხდარზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საბავშვო ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, ვინაიდან შემთხვევები ერთდროულად 20 ბაღში გამოვლინდა. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, რომელი საკვები იყო ინფიცირებული და გამოიკვლიონ ბაღების საკვებით მომმარაგებელი პერსონალი.

“სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული” – მაია ბუწაშვილი ბაღებში მომხდარზე
“სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული” – მაია ბუწაშვილი ბაღებში მომხდარზეალია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმაურება საბავშვო ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტს და სოციალურ ქსელში წერს.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღების ეპიდაფეთქება დაკავშირებულია ნოროვირუსთან.

ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ

ნოროვირუსის ეს აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა ჩვეულებრივ გავრცელებული ინფექცია. ახლა სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან.

სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა. ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან.

მოკლედ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე.

ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ბავშვის განავლის ანალიზით მართლაც გამოვლინდა ნოროვირუსი (საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა), მაგრამ სინამდვილეში ეს აფეთქება სხვა რამით იყოს გამოწვეული. ამიტომ კარგი იქნებოდა გამოქვეყნდეს, რამდენი ნიმუში იქნა გამოკვლეული და რამდენს დაუდასტურდა ნოროვირუსი.

კიდევ ერთი კითხვა: ნოროვირუსზე დიაგნოსტიკას ჩვეულებრივი კლინიკური ლაბორატორიებიც აკეთებენ. მე დიარეის მქონე ამბულატორიულ პაციენტებსაც კი ვუტარებ ჩვენთან გამოკვლევას და რანაირად მოხდა, რომ სტაციონარებმა არ ჩაატარეს ჰოსპიტალიზებული პაციენტების ნოროვირუსზე გამოკვლევა? ძალიან ადვილი ტესტია და პასუხი სწრაფად არის.

თუ ჩაატარეს და გამოავლინეს ნოროვირუსი, რატომ არც ერთხელ არ ითქვა ამის შესახებ?” – წერა მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მაია ბუწაშვილი - როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა და ბაღების მოვლენა სწორედ ასე კვალიფიცირდება, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები