ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიების შესახებ: „ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ოპოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არც შეიმჩნიეს. მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთ“
ნინო ფოჩხუა აცხადებს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად გამოცხადება ხელისუფლების სწორი მუშაობის შედეგია, და ოპოზიციას აკრიტიკებს, რომელმაც ეს ფაქტი არ შეიმჩნია.

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სახელმწიფოს სწორმა და ნაყოფიერმა მუშაობამ ჩინეთის მიმართებით მნიშვნელოვანი შედეგი დადო – საქართველოში სტუმრად მყოფმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო განსაკუთრებულ პარტნიორად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში. ეს კი მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩინეთისთვის, როგორც ალტერნატიული მარშრუტები და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ჩვენი ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ და მუშაობამ საქართველო გახადა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ სივრცეში. ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ჩვენს ოპოზიციას ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არა – არც შეიმჩნიეს. მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთ“, – წერს ფოჩხუა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სახელმწიფოს სწორმა და ნაყოფიერმა მუშაობამ ჩინეთის მიმართებით მნიშვნელოვანი შედეგი დადო – საქართველოში სტუმრად მყოფმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო განსაკუთრებულ პარტნიორად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში. ეს კი მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩინეთისთვის, როგორც ალტერნატიული მარშრუტები და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩვენი ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ და მუშაობამ საქართველო გახადა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ სივრცეში. ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ჩვენს ოპოზიციას ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არა – არც შეიმჩნიეს. მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…