პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი მეზურნიშვილი: სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ჩინეთში ექსპორტი 170%-ით გაიზარდა, ხოლო ოპოზიცია ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ხან ჭენგის ვიზიტის გამო დაბნეულია და მას უპასუხისმგებლოდ უგულებელყოფს.

ირაკლი მეზურნიშვილი: სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ
იმედინიუსი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა წელს უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი. ეს არის ისტორიული მოვლენა“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩინეთთან გაფორმებულია როგორც სტრატეგიული პარტნიორობა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რამაც ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის 25%-იანი ზრდა განაპირობა.

„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი დაახლოებით 170%-ით არის გაზრდილი, რაც ჩვენს ექსპორტიორებს, ფერმერებსა და იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, კერძო სექტორსა და მწარმოებლებთან შეხვედრისას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქციის შესაძენად.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ პირდაპირ ავიამიმოსვლაზეც ილაპარაკა, რაც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.

ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ოპოზიცია გააკრიტიკა და მათ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

„ასეთი ისტორიული მოვლენის შემდეგ ვერ ვნახეთ ოპოზიციის, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ამ ვიზიტის ვერანაირი პოლიტიკური შეფასება. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უგულებელყოს პოლიტიკურმა ჯგუფმა ასეთი ვიზიტი და ეს მოვლენა არ შეაფასოს. ჩვენც და საზოგადოებაც კარგად ვხვდებით, რა ხდება. ისინი დაბნეულები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება შეაფასო ასეთი მასშტაბის ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათი მხრიდან პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს სწორ პოლიტიკას მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი მეზურნიშვილი: სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები