"ჩინურ ბიზნესს შევუქმნით ყველა პირობას წარმატებული მუშაობისთვის" - კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ირაკლი კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ბიზნესსაზოგადოებას შეხვდნენ; კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველა პირობას შექმნის, რათა ჩინურმა ბიზნესმა ქვეყანაში მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს.

ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დინამიკაზე ისაუბრეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.
„ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში. ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა და იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც შექმნის ყველა პირობას, რათა ჩინურმა ბიზნესმა ქვეყანაში მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს და ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებს.
თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის გამართულმა შეხვედრამ ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანა.
ხან ჭენგის თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
„ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება. მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს“, - აღნიშნა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილში გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების ოქმზე და დასძინა, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს ადგილობრივ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების გაფართოებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიაირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პრემიერი - მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში - გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს - მხარს დავუჭერთ ჩინურ კომპანიებს, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში
პრემიერი: ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში
ხან ჭენგი: საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ირაკლი კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ხან ჭენგი: მზად ვართ, შევიძინოთ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში
ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ხან ჭენგი – მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას
ჩინეთი მზადაა საქართველოდან მეტი პროდუქცია შეიძინოს და ინვესტიციები გააფართოოს - ხან ჭენგი
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში. ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა და იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში“
„ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება. მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…