ძალიან კარგად ჩაიარა შეხვედრამ ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები - ვარლამ ლიპარტელიანი
ქართული დელეგაცია პეკინში ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციას შეხვდა, სადაც მომავალ წელს ახალგაზრდების ფორუმში მონაწილეობა დაიგეგმა, აცხადებს დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი.
ქართულ-ჩინური ურთიერთობის ისტორიაში პირველად, ქართული დელეგაცია სრულიად ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციას შეხვდა. მთავარი თემა იყო თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
ქართული დელეგაცია პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის მთავარი მიზანი, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გამყარებაა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა..
"ძალიან კარგად ჩაიარა შეხვედრამ ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალ წელს, ზაფხულში, ახალგაზრდები მიიღებენ ფორუმში მონაწილეობას. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. აღსანიშნავია ის, რომ არასოდეს არ ყოფილა აქამდე ურთიერთობა ჩინეთის ახალგაზრდულსა და "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ გუნდებს შორის და მე ვფიქრობ ეს ძალიან ღირსეული და კარგი გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს
ვარლამ ლიპარტელიანი: გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით. გვსურს, უფრო გაღრმავდეს ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები
ვარლამ ლიპარტელიანი – ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ეს კარგი ნაბიჯია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ ჩინეთში განათლების მიღება
ვარლამ ლიპარტელიანი: „ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…