პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი განათლება და ახალგაზრდობაა - ნინო წილოსანი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი განათლება და ახალგაზრდობაა.

ჩინეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი განათლება და ახალგაზრდობაა - ნინო წილოსანი
რუსთავი 2

საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს - პეკინში მაღალი დონის შეხვედრები იმართება.

დღეს, დაგეგმილია დელეგაციის წევრების ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა. "ქართულ ოცნებას" ჩინეთის მმართველი პარტია და ცენტრალური კომიტეტი მასპინძლობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი განათლება და ახალგაზრდობაა.

"ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია განათლება და ახალგაზრდობა. ამ იდეის ფარგლებში, ჩვენ ვესტუმრეთ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს. ეს უნივერსიტეტი საკმაოდ ძველი და მაღალი აკადემიური ხარისხის არის. მათ შორის, მსოფლიო რეიტინგებშიც ერთ-ერთი წამყვანია. ის, რომ საქართველოსა და ჩინეთს განათლების მიმართულებით აქვს აქტიური კავშირი, ამის დამადასტურებელია თუნდაც ამ უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამ პროგრამის მონაწილე სტუდენტები და მათ მიერ ქართულის ცოდნა. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის და უკვე არსებული კომუნიკაციის პარალელურად, არსებობს დიდი რესურსი ქართველ და ჩინელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი – ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, ჩინეთთან აქტიური კომუნიკაცია არის საუკეთესო პრაქტიკების გადმოღების შესაძლებლობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები