ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის ახალ ელჩს, ტალგატ ადუოვს შეხვდა, სადაც ყურადღება შუა დერეფნისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაღრმავებაზე გამახვილდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, ტალგატ ადუოვს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთთან, როგორც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთთან, როგორც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…