პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბოჭორიშვილი პარიზში დაესწრება ფორუმს ბავშვთა საკითხებზე, ყაველაშვილი ანტალიაში კლიმატის სამიტზე მიდის

ქართული ოცნება

მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში COP31-ის კლიმატის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კი „პარიზის მშვიდობის ფორუმს“ დაესწრება.

ბოჭორიშვილი პარიზში დაესწრება ფორუმს ბავშვთა საკითხებზე, ყაველაშვილი ანტალიაში კლიმატის სამიტზე მიდის
ნეტგაზეთი

მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციას (COP31) დაესწრება.

მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაველაშვილი 11 ნოემბერს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კლიმატის სამიტში მონაწილეობას იღებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

თურქეთში დაგეგმილი კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატური ვალდებულებების პრაქტიკული განხორციელება და კოლექტიური მოქმედება. სამოქმედო დღის წესრიგი ძირითად პრიორიტეტებს აერთიანებს, მათ შორის:

სუფთა ენერგიაზე გადასვლა

ნულოვანი ნარჩენი

მდგრადი ქალაქები და მწვანე ინდუსტრიალიზაცია

ბუნება და ჯანდაცვა, სასურსათო უსაფრთხოება, ოკეანეებისა და ზღვების დაცვა, ასევე კლიმატური ცვლილებების მიმართ მედეგი ჯანდაცვის სისტემების შექმნა.

პარალელურად, “ოცნების” ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი იმართება.

2026 წლის პარიზის ფორუმის ზოგადი თემაა „სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე“. წლევანდელი ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპეციალურ ბავშვთა სამიტს, რომლის მთავარი განსახილველი საკითხებია: ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა, ციფრული უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი (AI); ბავშვები კონფლიქტურ ზონებში.

ფორუმზე იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: ადრეულ განვითარებაში ინვესტირებაზე, თანაბარი წვდომა საბაზისო განათლებაზე, ჯანდაცვასა და სრულფასოვან კვებაზე. ასევე, ტექნოლოგიების გავლენა ბავშვების განვითარებაზე, მათი დაცვა ონლაინ საფრთხეებისა თუ AI-სთან დაკავშირებული რისკებისგან (ასაკობრივი შეზღუდვები, გენერირებული კონტენტი).

საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, ანტალიაში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები