მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, ანტალიაში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ანტალიაში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს.
მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…