პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მასშტაბურ ავტოსაგზაო შემთხვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბულგარეთში, „თრაკიის“ ავტომაგისტრალზე ძლიერი ნისლის გამო 50-მდე ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რასაც 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე 25 დაშავდა.

ბულგარეთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მასშტაბურ ავტოსაგზაო შემთხვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა
რუსთავი 2

ბულგარეთში, "თრაკიის" ავტომაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტოსაგზაო შემთხვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 25 კი დაშავდა. ძლიერი ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იამბოლის ოლქში, სტრალჯის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიმნიცასთან მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდული ხილვადობის გამო ერთმანეთს ორივე ზოლში მოძრავი მსუბუქი ავტომობილები, მიკროავტობუსები და სატვირთო მანქანები შეეჯახა.

დაშავებულთა მისაღებად იამბოლისა და სლივენის რეგიონული კლინიკები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ და გეგმური ოპერაციები შეაჩერეს. მძიმე პაციენტების ევაკუაციაში სამედიცინო ავიაცია და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაერთო.

მომხდარის გამო ქვეყანაში კრიზისული შტაბი შეიქმნა და მოსახლეობის გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. "თრაკიის" ავტომაგისტრალი კი ორივე მიმართულებით სრულად გადაკეტილია.

ლუკა ჩლაიძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
27 დაღუპული და 11 დაშავებული – თურქეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და ამობრუნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები