პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ციხეში გარდაიცვალა სომეხი ოპოზიციონერი, სტეპანავანის მერობის ყოფილი კანდიდატი

სომხეთში, ციხეში გარდაიცვალა პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი არსენ გევორგიანი. ოპოზიციამ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა, ხოლო პენიტენციური სამსახურის ცნობით, 46 წლის პატიმარი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ციხეში გარდაიცვალა სომეხი ოპოზიციონერი, სტეპანავანის მერობის ყოფილი კანდიდატი
რადიო თავისუფლება

სომხეთში, ციხეში გარდაიცვალა პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, კანდიდატი სტეპანავანის მერის არჩევნებში არსენ გევორგიანი. სომხეთის პენიტენციური სამსახურის პრესსპიკერის, ნონა ნავიკიანის განცხადებით, 46 წლის პატიმარი გულის შეტევით გარდაიცვალა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 10 ნოემბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გევორგიანისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

„დღეს, დაახლოებით დილის 7:55 საათზე, "ნუბარაშენის" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს 1980 წელს დაბადებული პატიმრისთვის. დაახლოებით დილის 8:30 საათზე სასწრაფო დახმარების პერსონალმა დაადასტურა დაკავებულის ბიოლოგიური სიკვდილი“, - იტყობინება სასჯელაღსრულების დაწესებულების საინფორმაციო სამსახური და ამტკიცებს, რომ არსენ გევორგიანს ციხეში „ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს“.

გევორგიანი 21 ოქტომბერს, სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, კანდიდატმა და მისი საარჩევნო გუნდის წევრებმა ათობით ამომრჩეველს ქრთამი მისცეს, ხოლო კიდევ 30 ამომრჩევლისთვის განკუთვნილი სიები და თანხა უკვე მომზადებული ჰქონდათ. გევორგიანი ბრალდებას უარყოფდა.

პარტია „ძლიერი სომხეთი“ 25 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 19 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სტეპანავანში მონაწილეობდა. მან ხმების დაახლოებით 20% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. ყველაზე მეტი ხმა პარტიამ „მეწარმე“ მიიღო, მეორე ადგილზე კი „სამოქალაქო ხელშეკრულება“ გავიდა.

ოპოზიციურმა ძალებმა გევორგიანის გარდაცვალებაში ხელისუფლება დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ის „ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში“ იყო დაკავებული.

„კიდევ ერთი ოპოზიციონერის ციხეში გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვისი ბრძანებითაც იგი უსაფუძვლოდ დისკრედიტაციისა და ასობით ადამიანის მსგავსად დაპატიმრების მსხვერპლი გახდა“, - ნათქვამია პარტია „ძლიერი სომხეთის“ განცხადებაში.

ოთხი წლის წინ, ოპოზიციური არმენ გევორგიანი სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოულოდნელად გარდაიცვალა. წელს, მმართველი პარტიის „სამოქალაქო ელშეკრულების“ პლაკატის ჩამოხევისთვის დაკავებულმა არმენ ჰოვჰანსიანმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სომხეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით რა გამოხმაურებია ოპოზიციის ბრალდებებს თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ. „ძლიერი სომხეთის“ გუნდის რამდენიმე წევრი 2026 წლის ივნისში საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელისუფლება მათ უსამართლოდ ესხმოდა თავს, საგამოძიებო კომიტეტი კამპანიის დროს თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს და აცხადებდა, რომ ოპოზიციური ძალები ამომრჩევლის მოსყიდვაში იყვნენ ჩართულნი.

მსგავსი ბრალდება არ წარუდგენიათ მმართველი პარტიის არცერთი წევრისთვის, რომლებსაც სომხეთის ოპოზიცია ხალხის ფულით ამომრჩევლის მოსყიდვას სდებდა ბრალად. აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა ჩაწერეს, რომ სომხეთში არსებობს „კანონის შერჩევითად აღსრულება“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს, დაახლოებით დილის 7:55 საათზე, "ნუბარაშენის" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს 1980 წელს დაბადებული პატიმრისთვის. დაახლოებით დილის 8:30 საათზე სასწრაფო დახმარების პერსონალმა დაადასტურა დაკავებულის ბიოლოგიური სიკვდილი“
„ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს“
„კიდევ ერთი ოპოზიციონერის ციხეში გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვისი ბრძანებითაც იგი უსაფუძვლოდ დისკრედიტაციისა და ასობით ადამიანის მსგავსად დაპატიმრების მსხვერპლი გახდა“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთში ოპოზიციონერები დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები