საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას და 11 ნოემბერს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს.
მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…