პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა ისე ჩაიარა, ოპოზიციისთვის თითქოს არ არსებობდა ასეთი ფაქტი - არჩილ გორდულაძე

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარე დავალებებით მოქმედებენ და ქვეყნის წარმატებებს შეგნებულად უგულებელყოფენ.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა ისე ჩაიარა, ოპოზიციისთვის თითქოს არ არსებობდა ასეთი ფაქტი - არჩილ გორდულაძე
რუსთავი 2

რატომ დუმს ოპოზიცია საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის თბილისში ვიზიტზე მათი სიჩუმე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს კი ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები შეგნებულად არ აშუქებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, მათ ოპონენტებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის შესაძლებლობები და არც საქართველოს გრძელვადიანი გეოსტრატეგიული წარმატებები.

"როდესაც აქვთ დავალება, ამ დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ. ამაზე მეტყველებს თუნდაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ისე ჩაიარა მათთვის, თითქოს არ არსებობდა ასეთი ფაქტი. ზუსტად იგივე არის მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები, ან არ აშუქებდნენ, ან ცდილობდნენ, რომ ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაეუბრალოებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთ თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება.

ურჩევნიათ, ბომბების წვიმა ცვიოდეს, როდესაც მშვიდობა არის ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი. აი ამ რეალობაში ცხოვრობენ, ცდილობენ ეს რეალობაში შეასაღონ საზოგადოებას, როგორც არსებული, მაგრამ, რომ ვერ გამოდიან, მერე უკვე საკუთარ თავზე კი არა, საზოგადოებაზე ბრაზდებიან, მათ პროპაგანდას რატომ არ უჯერებენ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“. იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ან საერთოდ არ გააშუქეს, ან ბოლო ამბად. ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციური მედიის დუმილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც პოლიტიკოსები, ისე ჟურნალისტები პატრონების დავალებებს მონური მორჩილებით ასრულებენ
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: “არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც აქვთ დავალება, ამ დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ. ამაზე მეტყველებს თუნდაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ისე ჩაიარა მათთვის, თითქოს არ არსებობდა ასეთი ფაქტი. ზუსტად იგივე არის მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები, ან არ აშუქებდნენ, ან ცდილობდნენ, რომ ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაეუბრალოებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთ თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ურჩევნიათ, ბომბების წვიმა ცვიოდეს, როდესაც მშვიდობა არის ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი. აი ამ რეალობაში ცხოვრობენ, ცდილობენ ეს რეალობაში შეასაღონ საზოგადოებას, როგორც არსებული, მაგრამ, რომ ვერ გამოდიან, მერე უკვე საკუთარ თავზე კი არა, საზოგადოებაზე ბრაზდებიან, მათ პროპაგანდას რატომ არ უჯერებენ“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს სტკენთ და შესაბამისად, არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ. რაც საზიანოა ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები