პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას შეხვდნენ. თურნავას ცნობით, საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
რუსთავი 2

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. მისიის წევრები, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ინფლაციის დინამიკა, მონეტარული პოლიტიკა, საგარეო სექტორის მდგომარეობა და ფინანსური სექტორის მდგრადობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ ეკონომიკურ გარემოსა და გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

ნათია თურნავამ მისიის წევრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე, რომელთა მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 8.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო სექტორის პოზიტიურ დინამიკაზეც. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ის 2.9%-მდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის 2.5% შეადგინა.

ნათია თურნავამ ინფლაციის არსებულ დინამიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ინფლაციის ზრდა ძირითადად გეოპოლიტიკურ ფაქტორებს, განსაკუთრებით კი ენერგორესურსების გაძვირებას უკავშირდება, რომლის წვლილი ინფლაციაში მაღალი რჩება. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

სსფ-ს დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ჯელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და ეროვნული ბანკის მიმართულებების ხელმძღვანელები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია
  2. BM.GEოპოზიციურისებ-ი საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას გეგმავს
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინფლაციის გახანგრძლივების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება საჭირო - IMFწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები