პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს ეროვნული ბანკი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის პროექტს მხარი დაუჭირა; სებ-ის პრეზიდენტ ნათია თურნავას თქმით, საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მლრდ დოლარს მიაღწია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი განიხილა.

მომხსენებელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ინფლაციის მაჩვენებლებსა და მონეტარულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.

საერთაშორისო რეზერვებზე საუბრისას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.

მისი თქმით, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7.4% შეადგინა და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომელსაც მაღალპროდუქტიული და შედარებით ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორები განაპირობებს. მათ შორისაა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო საქმიანობისა და ტრანსპორტირების სექტორები. მისი თქმით, გამოსარჩევია საბანკო სექტორი, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილ „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტს მხარი დაუჭირა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია
  2. BM.GEოპოზიციურისებ-ი საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას გეგმავს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია თურნავა - თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს - ჩვენ თანაბრად მზად ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა და როცა გარე ფაქტორები მიილევა, დავიწყოთ შემსუბუქებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები