იზმირში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში, იზმირის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. გუბერნატორის ცნობით, ამწის ჩამოვარდნამ გაზსადენი დააზიანა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

თურქეთში, ქალაქ იზმირში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და "ინციდენტში დამნაშავე ყველა პირის ვინაობა დადგინდება".
"სამწუხაროდ, აფეთქების შედეგად ჩვენი 16 ძმა და და დაიღუპა. კიდევ 13 პირი დაშავდა, მათგან ორი მძიმედ არის. აფეთქების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს დაღუპულ მუშებს. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს", - განაცხადა ერდოღანმა.
იზმირის გუბერნატორის ინფორმაციით, სამრეწველო დანადგარის შეცვლის სამუშაოების დროს, ამწე ჩამოვარდა და გაზსადენი დაზიანდა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის დროს, ქარხანაში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიათურქეთში, ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი
თურქეთში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა
იზმირში, რკინისა და ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა – დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი
იზმირის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება
ციტატები სტატიიდან
„ინციდენტში დამნაშავე ყველა პირის ვინაობა დადგინდება“
„სამწუხაროდ, აფეთქების შედეგად ჩვენი 16 ძმა და და დაიღუპა. კიდევ 13 პირი დაშავდა, მათგან ორი მძიმედ არის. აფეთქების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს დაღუპულ მუშებს. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…