თურქეთში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა
თურქეთში, იზმირის პროვინციაში მდებარე ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

თურქეთის იზმირის პროვინციის ალიაგას რაიონში მდებარე ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა, - ინფორმაციასთურქული მედია ავრცელებს.
ამასთანავე, სამაშველო ჯგუფები ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანის გადარჩენას.
აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც ჰაერში კვამლი და მტვრის ღრუბელი გავრცელდა.
იზმირის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პირველადი მონაცემების თანახმად, დაშავებულებისგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრმა ვედათ იშიხანმა განაცხადა, რომ სოციალური უსაფრთხოების უწყებამ აფეთქების გამოსაკვლევად მთავარი ინსპექტორი დანიშნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიათურქეთში, ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი
იზმირში, რკინისა და ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა – დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი
იზმირში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
იზმირის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…