პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგას

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ქვეყნის სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმების უკან „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ დგას. მისი თქმით, საფრანგეთი ირანის ელჩს დაიბარებს და ევროკავშირის დონეზე სანქციებს მოითხოვს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგას
რუსთავი 2

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, 11-12 ოქტომბრის ღამეს საფრანგეთის სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული თავდასხმების სერიის უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგას. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

პარიზში გამართული "დიდი შვიდეულის" (G7) მინისტერიალის შემდეგ, ბარომ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საფრანგეთში ირანის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.

მისივე თქმით, საფრანგეთი თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ იმოქმედებს და ევროკავშირის დონეზე აუცილებელ სანქციებს დააწესებს.

მოგვიანებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ 16 ნოემბერს დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროპაში მიმდინარე კიბერთავდასხმების საკითს განიხილავენ.

"თუ დადასტურდება, რომ ამ თავდასხმების უკან კონკრეტული მხარე [პირი ან სახელმწიფო] დგას, ჩვენი პასუხი უფრო მკაცრი უნდა იყოს", - განაცხადა კალასმა.

11-12 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის სამიზნე საფრანგეთის მასშტაბით 700-ზე მეტი საცალო ვაჭრობის ობიექტის სამაცივრე დანადგარები გახდა. დაზარალებულ მაღაზიებს შორის იყვნენ ქსელები Carrefour-ი, Monoprix-ი, Intermarché-ი და Coopérative U. თავდამსხმელებმა მაცივრების ტემპერატურის პარამეტრები ხელოვნურად შეცვალეს.

ბაროს კომენტარის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კიბერთავდასხმებმა "მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია, მათ შორის ხანძრები, ხოლო საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის სავარაუდო დანაკარგი ათეულობით მილიონ ევროს შეადგენს".

"ეს თავდასხმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ინტერესებსა და საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაფრანგეთმა ირანი დაადანაშაულა სუპერმარკეტებზე კიბერშეტევაში
  2. ფორმულაოპოზიციურისაფრანგეთი ირანს ადანაშაულებს სუპერმარკეტებზე კიბერშეტევაში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ დადასტურდება, რომ ამ თავდასხმების უკან კონკრეტული მხარე [პირი ან სახელმწიფო] დგას, ჩვენი პასუხი უფრო მკაცრი უნდა იყოს“
„მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია, მათ შორის ხანძრები, ხოლო საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის სავარაუდო დანაკარგი ათეულობით მილიონ ევროს შეადგენს“
„ეს თავდასხმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ინტერესებსა და საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანი უარყოფს კიბერთავდასხმაზე საფრანგეთის „უსაფუძვლო ბრალდებებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები