პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთმა ირანი დაადანაშაულა სუპერმარკეტებზე კიბერშეტევაში

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დაადანაშაულა.

საფრანგეთმა ირანი დაადანაშაულა სუპერმარკეტებზე კიბერშეტევაში
რადიო თავისუფლება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ პარიზში 9 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ უპრეცედენტო მასშტაბისა და აგრესიულობის ოპერაციის უკან დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. ეს კორპუსი ირანის არმიის ელიტურ დანაყოფად ითვლება.

12 ოქტომბერს ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს პროგრამაზე, რომელიც სუპერმარკეტების სამაცივრე დანადგარების ტემპერატურას არეგულირებს და ტემპერატურა გაზარდეს, ზოგიერთ შემთხვევაში +50 გრადუსამდეც კი.

კიბერშეტევამ დააზარალა სხვადასხვა ქსელის ასეულობით სუპერმარკეტი. მილიონობით ევროს გაფუჭებული პროდუქტი გადასაყრელი გახდა.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კიბერცენტრთან კავშირის მქონე ჰაკერთა ჯგუფის, „შაჰიდ კავეჰის“ და ცენტრის ორი ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ყველა დამნაშავის წინააღმდეგ საერთო ევროპული სანქციები ამოქმდდება.

პროტესტის გამოსაცხადებლად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი. პარიზის ბრალდებაზე თეირანს 9 ნოემბერს კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგას
  2. ფორმულაოპოზიციურისაფრანგეთი ირანს ადანაშაულებს სუპერმარკეტებზე კიბერშეტევაში
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანი უარყოფს კიბერთავდასხმაზე საფრანგეთის „უსაფუძვლო ბრალდებებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები