პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროეკონომიკის სამინისტროინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტი

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს და 2027 წლისთვის თავდაცვის ძალების 37 ათასამდე სამხედროთი განსაზღვრას მხარი დაუჭირა. გიორგი კაკაურიძის თქმით, გაზრდილი შემოსავლების გამო რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
რუსთავი 2

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი და "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა" წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, დაგეგმილზე მაღალია ეკონომიკური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განაპირობა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე სხვადასხვა მიმართულებით საბიუჯეტო შემოსულობები.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6 153.2 მილიონი დოლარი, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 3 796.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 4.4%-ით მეტია გასული წლის 9 თვის მაჩვენებელზე. საგადასახადო შემოსავლებმა 20 537,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 103,2%-ია. ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 2 513.3 მილიონი დოლარია. ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 22 956,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებლის 104.7%-ია.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბიუჯეტში მობილიზებული გაზრდილი ფულადი სახსრების სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებისთვის დამატებით გადაცემის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, 50 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვის. 35 მილიონი ლარით იზრდება სპორტის სამინისტროს, ხოლო 170 მილიონი ლარით - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დამატებით 180 მილიონი ლარი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 45 მილიონი ლარი გამოეყოფა.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინებას, რომლის თანახმადაც, 2027 წლისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 37 ათასით. მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის თქმით, თავდაცვის ძალების ოდენობის დამტკიცების შესახებ მთავრობის წარდგინება საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად ეგზავნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ტურიზმის ადმინისტრაციის დაფინანსება ₾78 მილიონამდე იზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები