გარემოს ეროვნული სააგენტო – ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბერს და 20 სექტემბრის დილამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ძლიერი ნალექი აღინიშნა, რამაც ბათუმში ქუჩების დატბორვა და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვა გამოიწვია. სააგენტოს განცხადებით, ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობამ 273 მმ შეადგინა, რაც სექტემბრის თვისთვის უპრეცედენტოა და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში დ მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ქ. ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას.
მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება.
„ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა. ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს. ასევე, სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ 19-20 სექტემბერს ქობულეთის სადგურზე 134.5 მმ, კოხის (ქობულეთი) – 58.5 მმ, მტირალას ეროვნული პარკის – 93 მმ, ხოლო სინდიეთის (ხელვაჩაური) სადგურზე 50.8 მმ შეადგინა. გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს. ინფორმაცია და გაფრთხილებები მოსალოდნელი ამინდისა და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ შესაძლებელია იხილოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადრეული გაფრთხილების მობილურ პლატფორმაზე: METEO.GOV.GE „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიგარემოს ეროვნული სააგენტო – ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცენდენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს
- რუსთავი 2ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს - გარემოს ეროვნული სააგენტო
- იმედინიუსიგარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება
- BM.GEბათუმში სექტემბრის თვის 100-წლიანი რეკორდის ნალექი მოვიდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…