ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აჭარაში, კერძოდ ბათუმში, 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის რაოდენობა სექტემბრის თვისთვის უპრეცედენტო და 100-წლიანი განმეორებადობისაა, რამაც ქუჩების დატბორვა და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებითი გადატვირთვა გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნებაიმედინიუსი

გარემოს ეროვნული სააგენტო აჭარაში უხვ ნალექთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ უწყება ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.

„19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ქ. ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა. ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს.

ასევე, სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ 19-20 სექტემბერს ქობულეთის სადგურზე 134.5 მმ, კოხის (ქობულეთი) – 58.5 მმ, მტირალას ეროვნული პარკის - 93 მმ, ხოლო სინდიეთის (ხელვაჩაური) სადგურზე 50.8 მმ შეადგინა.

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები