ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში სექტემბრის თვის 100-წლიანი რეკორდის ნალექი მოვიდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 სექტემბერს ბათუმში სექტემბრის თვის 100-წლიანი რეკორდის ნალექი მოვიდა. 21 საათის განმავლობაში მოსულმა ნალექმა 275 მმ შეადგინა, რამაც ქალაქის ქუჩების დატბორვა და ინფრასტრუქტურის გადატვირთვა გამოიწვია. უხვი ნალექი დაფიქსირდა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

ბათუმში სექტემბრის თვის 100-წლიანი რეკორდის ნალექი მოვიდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები
ბათუმში სექტემბრის თვის 100-წლიანი რეკორდის ნალექი მოვიდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებიBM.GE

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბრიდან 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ინტენსივობის ნალექი აღინიშნა, რის შედეგადაც ქალაქ ბათუმის ცალკეულ უბნებში ქუჩები დაიტბორა და ურბანული ინფრასტრუქტურა დროებით გადაიტვირთა.

მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ბათუმში დაფიქსირდა. ქალაქში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება.

სააგენტოს განმარტებით, მხოლოდ 1 საათის განმავლობაში (19 სექტემბრის 21:00-დან 22:00 საათამდე) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა.

„ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, უხვი ნალექი დაფიქსირდა აჭარის სხვა ტერიტორიებზეც:

ქობულეთის სადგური - 134.5 მმ

მტირალას ეროვნული პარკი - 93 მმ

კოხი (ქობულეთი) - 58.5 მმ

სინდიეთი (ხელვაჩაური) - 50.8 მმ

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. უწყება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ მოსალოდნელი ამინდისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ადრეული გაფრთხილების მობილურ პლატფორმაზე: METEO.GOV.GE.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები