კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (FIFPro) 2026 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია და „ოქროს ბურთის“ მფლობელი ვერ მოხვდნენ. ეს პირველი შემთხვევაა 2005 წლის შემდეგ, როცა „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ასოციაციის რჩეულთა გუნდს მიღმა დარჩა.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (FIFPro) ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მთელი მსოფლიოს 19 806-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, 2026 წლის თერთმეტეული წარმოადგინა. მასში ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) და ჰარი კეინი (ბაიერნი) არ არიან. აღსანიშნავია, რომ FIFPro სიმბოლურ გუნდს 2005 წლიდან ადგენს და მასში პირველად ვერ მოხვდა „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული.
FIFPRO-ს რჩეულთა გუნდი ასე გამოიყურება
მეკარე: დავიდ რაია
მცველები: პაუ კუბარსი, აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, როდრი, ვიტინია
თავდამსხმელები: ერლინ ჰოლანი, კილიან მბაპე, ლეო მესი, ლამინ იამალი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…