პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა და რომელმაც შეცვალა წარსული რეალობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალოდ სახლ-კარისა და ქონების გაყიდვა უწევდა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა“ – ზაზა ლომინაძე

საქართველოს პარლამენტიფინანსთა სამინისტრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, ბიუჯეტის მესამედი — თითქმის 11 მილიარდი ლარი — ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს მოხმარდება.

„საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა და რომელმაც შეცვალა წარსული რეალობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალოდ სახლ-კარისა და ქონების გაყიდვა უწევდა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა“ – ზაზა ლომინაძე
POSTV

„საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა და რომელმაც შეცვალა წარსული რეალობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალოდ სახლ-კარისა და ქონების გაყიდვა უწევდა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ლომინაძემ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც ყველა კომიტეტში განიხილეს. საბოლოოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობას დაუბრუნა ის შენიშვნები, რომლებიც საპარლამენტო განხილვების დროს იყო გამოთქმული. ახლა უკვე შემოვიდა გადამუშავებული ვარიანტი და დეკემბერში 2027 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება.

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიუჯეტი თითქმის 33 მილიარდი იქნება – ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია. მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენს ქვეყანაში უკვე 100 მილიარდს ასცდა, ერთ სულ მოსახლეზე კი დაახლოებით 10 ათასი დოლარი მოდის. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმ ეკონომიკური ზრდისა, რომლის ტემპიც შენარჩუნებულია და მსოფლიო ბანკი პროგნოზს წლიდან წლამდე აუმჯობესებს.

ბიუჯეტის მესამედი – თითქმის 11 მილიარდი – ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების ბიუჯეტია, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიარდ 232 მილიონით გაიზარდა. შესწორებული ვარიანტის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ კიდევ მეტი მატება შემოგვთავაზა. ამ 11 მილიარდიდან მხოლოდ სოციალური ბიუჯეტი 7,7 მილიარდს შეადგენს, მათ შორის საპენსიო – 5,7 მილიარდს. მოგეხსენებათ, საქართველოში მინიმალური პენსია 415 ლარი ხდება, იმატებს 70 წელს ზემოთ მოქალაქეთა პენსია როგორც ქალაქში, ასევე მაღალმთიან რეგიონებში და 600 ლარს სცდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური მიმართულებით ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, რადგან პაციენტებს ძალიან ძვირადღირებული, თანამედროვე და ინოვაციური მედიკამენტებით ვმკურნალობთ. ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც სამ ქვეყანაში – ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში ვმკურნალობთ, ვუზრუნველყოფთ ისეთი ტექნოლოგიებით, რომლებიც საქართველოში ჯერ არ არის, მაგრამ მალე იქნება. გარდა ამისა, იშვიათი დაავადებების – აქონდროპლაზიის, ცისტური ფიბროზისა და დიუშენის სინდრომის დაფინანსებაში ერთ-ერთი წამყვანები ვართ – ბრიტანეთის შემდეგ საქართველომ მიიღო ამ მედიკამენტების შემოტანის შესაძლებლობა.

ჯანდაცვაზე დაფინანსება 100 მილიონზე მეტით გაიზარდა, რადგან ტექნოლოგიები ვითარდება. დარწმუნებული ვარ, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან დავიწყეთ და მანამდე ჩვენს მოქალაქეებს სახლ-კარისა და ქონების გაყიდვა უწევდა, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა და რომელმაც შეცვალა წარსული რეალობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალოდ სახლ-კარისა და ქონების გაყიდვა უწევდა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა“
ზაზა ლომინაძე
„საქართველოს პარლამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც ყველა კომიტეტში განიხილეს. საბოლოოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობას დაუბრუნა ის შენიშვნები, რომლებიც საპარლამენტო განხილვების დროს იყო გამოთქმული. ახლა უკვე შემოვიდა გადამუშავებული ვარიანტი და დეკემბერში 2027 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიუჯეტი თითქმის 33 მილიარდი იქნება – ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია. მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენს ქვეყანაში უკვე 100 მილიარდს ასცდა, ერთ სულ მოსახლეზე კი დაახლოებით 10 ათასი დოლარი მოდის. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმ ეკონომიკური ზრდისა, რომლის ტემპიც შენარჩუნებულია და მსოფლიო ბანკი პროგნოზს წლიდან წლამდე აუმჯობესებს. ბიუჯეტის მესამედი – თითქმის 11 მილიარდი – ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების ბიუჯეტია, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიარდ 232 მილიონით გაიზარდა. შესწორებული ვარიანტის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ კიდევ მეტი მატება შემოგვთავაზა. ამ 11 მილიარდიდან მხოლოდ სოციალური ბიუჯეტი 7,7 მილიარდს შეადგენს, მათ შორის საპენსიო – 5,7 მილიარდს. მოგეხსენებათ, საქართველოში მინიმალური პენსია 415 ლარი ხდება, იმატებს 70 წელს ზემოთ მოქალაქეთა პენსია როგორც ქალაქში, ასევე მაღალმთიან რეგიონებში და 600 ლარს სცდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური მიმართულებით ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, რადგან პაციენტებს ძალიან ძვირადღირებული, თანამედროვე და ინოვაციური მედიკამენტებით ვმკურნალობთ. ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც სამ ქვეყანაში – ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში ვმკურნალობთ, ვუზრუნველყოფთ ისეთი ტექნოლოგიებით, რომლებიც საქართველოში ჯერ არ არის, მაგრამ მალე იქნება. გარდა ამისა, იშვიათი დაავადებების – აქონდროპლაზიის, ცისტური ფიბროზისა და დიუშენის სინდრომის დაფინანსებაში ერთ-ერთი წამყვანები ვართ – ბრიტანეთის შემდეგ საქართველომ მიიღო ამ მედიკამენტების შემოტანის შესაძლებლობა. ჯანდაცვაზე დაფინანსება 100 მილიონზე მეტით გაიზარდა, რადგან ტექნოლოგიები ვითარდება. დარწმუნებული ვარ, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან დავიწყეთ და მანამდე ჩვენს მოქალაქეებს სახლ-კარისა და ქონების გაყიდვა უწევდა, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა“
ზაზა ლომინაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები