პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„რაც უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ გამჭვირვალობის კანონს „რუსული კანონი“ დაარქვას, არ გამოუვა, რადგან ეს არ არის რუსული კანონი – ეს არის სიტყვასიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი „ფარა“, რომელმაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გაგვაკეთებინა ჩვენს ქვეყანაში“ – ზაზა ლომინაძე

საქართველოს პარლამენტი

ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული FARA-ს ანალოგია და ქვეყანა გარე გადატრიალების მუქარისგან დაიცვა, ოპოზიციას კი მასზე „რუსული კანონის“ დარქმევა არ გამოუვა.

„რაც უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ გამჭვირვალობის კანონს „რუსული კანონი“ დაარქვას, არ გამოუვა, რადგან ეს არ არის რუსული კანონი – ეს არის სიტყვასიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი „ფარა“, რომელმაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გაგვაკეთებინა ჩვენს ქვეყანაში“ – ზაზა ლომინაძე
POSTV

„რაც უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ გამჭვირვალობის კანონს „რუსული კანონი“ დაარქვას, არ გამოუვა, რადგან ეს არ არის რუსული კანონი – ეს არის სიტყვასიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი „ფარა“, რომელმაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გაგვაკეთებინა ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაზა ლომინაძემ შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, სადაც ყურადღება გამახვილდა გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე უცხოური დაფინანსებისა და გავლენების კონტექსტში.

„ბატონი შალვა პაპუაშვილის ვიზიტს წინ უძღოდა ჩვენი რამდენიმე დეპუტატისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთში, სადაც ერთ-ერთი განხილვის საგანი სწორედ გამჭვირვალობის კანონი იყო. ამ კანონით ნამდვილად დაინტერესდა ჩეხური მხარე და განსაკუთრებით ქვედა პალატაში გამართულმა შეხვედრებმა ეს ნათლად გამოავლინა. აქვე საუბარია იანვარში დაგეგმილ შემდგომ საპარლამენტო ვიზიტზეც.

ნებისმიერი ქვეყანა ხვდება იმას, რომ ეს კანონი მათ უნდა მიიღონ იმ შესაბამისობით, რომელიც დაიცავს მათი ქვეყნის ინტერესებს უცხოელი აგენტებისა და უცხო ძალების ჩარევისგან, რათა ქვეყანას არ ემუქრებოდეს არც შიგა და არც გარე გადატრიალება. ისეთი მუქარები, როგორიც ჩვენთან იყო – პირდაპირი მოწოდებები ისმოდა ქვეყნის დამხობისა და გადატრიალების შესახებ იმ ხუთ პარტიასთან ერთად, რომელთა გვერდითაც იდგნენ ვითომ ჩვენი „მეგობრები“.

რაც უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ გამჭვირვალობის კანონს „რუსული კანონი“ დაარქვას, არ გამოუვა. ეს არ არის რუსული კანონი, ეს არის სიტყვასიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი „ფარა“, რომელიც დამტკიცებულია პარლამენტის მიერ და შემოტანილია ჩვენს ქვეყანაში. ამ კანონმა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გაგვაკეთებინა ჩვენს ქვეყანაში: თუნდაც აგენტების გამოვლენა, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესები და თუნდაც „იუესაიდის“ გაუქმება ამერიკაში, რომელიც აქაური მიტინგების ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო. თქვენ იცით, რომ არაერთი ქვეყნის ელჩი თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იდგნენ რუსთაველის გამზირზე მიტინგებზე და პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდნენ, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ გამჭვირვალობის კანონს „რუსული კანონი“ დაარქვას, არ გამოუვა, რადგან ეს არ არის რუსული კანონი – ეს არის სიტყვასიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი „ფარა“, რომელმაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გაგვაკეთებინა ჩვენს ქვეყანაში“
ზაზა ლომინაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები