შალვა პაპუაშვილი: „დღეს ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის პარლამენტში, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. მთავარი დასკვნა ჩვენი საუბრის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ“
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელიდან დედაქალაქებში პირდაპირი მითითებებია, არ გამართონ საქართველოსთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები, რაც მისი შეფასებით, წევრი ქვეყნების სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა.

„მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ მხრივაც, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ორმხრივი ვიზიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთში ვიზიტისას.
მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი დასკვნა იყოს ის, რომ ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ.
„დღეს ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვქონდა ჩეხეთის პარლამენტში, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, მთავარი დასკვნა ჩვენი საუბრის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ.
ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობაა, გვაკავშირებს საერთო ეკონომიკური ინტერესები, საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილია. ჩეხეთი ნავთობის 40%-ს იღებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, სულ ახლახან დადო ჩეხეთმა ახალი ხელშეკრულება აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე საქართველოს გავლით მიეწოდება ჩეხეთს, ამიტომ საქართველო, შუა დერეფანი ჩეხეთისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ წინაპირობებზე, მიზეზებსა თუ საბაბებზე, რის გამოც ბრიუსელს აქვს საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად უმწიფარი პოლიტიკა, ვისაუბრეთ გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც იყო მიზეზი და სხვა დანარჩენი საბაბები არის. სინამდვილეში მიზეზი არის ის, რომ რიგ ფონდებს არ უნდათ გამჭვირვალე გახადონ თავისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, რაც სუვერენიტეტის დარღვევაა.
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მოვიწვიე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა მალე ვუმასპინძლო მას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ჩეხეთის და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ორმხრივ ინტერესებს.
„არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბრიუსელიდან პირდაპირი მითითებებია დედაქალაქებში, რომ არ ჰქონდეთ უმაღლეს დონეზე შეხვედრები და ეს უკვე წევრი ქვეყნების სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა, მაგრამ საბედნიეროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამგვარ უმწიფარ მითითებებს არ ექვემდებარებიან“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრის მთავარი დასკვნა ის არის, რომ ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკის გამო, რომელსაც ბრიუსელი ატარებს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობაა, გვაკავშირებს საერთო ეკონომიკური ინტერესები, საქართველო ჩეხეთის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილია
შალვა პაპუაშვილი: დღეს ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის პარლამენტში, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. მთავარი დასკვნა ჩვენი საუბრის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ
ციტატები სტატიიდან
„მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ მხრივაც, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ორმხრივი ვიზიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…