პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მამალაძე: „არაბიზაცია მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი - ჩვენ

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ განაცხადა, რომ არაბიზაციის თემა მანიპულირების მეთოდი იყო, რადგან არაბული ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტების წილი მხოლოდ 4%-ია, ხოლო მთავარ გამოწვევას ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დსთ-ს ქვეყნებიდან მიგრაციის ზრდა წარმოადგენს. ამ განცხადებას კონსერვატორების წარმომადგენლის, ჯაბა ჟვანიას უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც მამალაძის სიტყვები ტყუილად შეაფასა.

ლევან მამალაძე: „არაბიზაცია მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი - ჩვენ
POSTV

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ, არაბიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელმაც ცუდი შედეგი გამოიღო.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს მიგრაციის პრობლემა, ხოლო შემოსული მიგრანტების უმრავლესობას წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის და დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეები. მამალაძემ მოიყვანა საქართველოში არაბული ქვეყნებიდან შემოუსლი მიგრანტების სტატისტიკა და აღნიშნა, რომ ჯამში, მათი წილი მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენს.

„რაც შეეხება არაბიზაციის საკითხს: პრობლემა არაბიზაცია, მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი. ჩვენ გვაქვს მიგრაციის პრობლემა. გაიზარდა 10-ჯერ, 12 წლის განმავლობაში. აი ეს უნდა ვთქვათ: გაიზარდა 257 000-დან, 70% შეადგენს ესენგეს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები – რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და ასე შემდეგ. აგერ არის ეს ციფრები. აი შევხედოთ, თუ გნებავთ, არაბული ქვეყნებიდან რამდენია: ერაყიდან – 4 500, იორდანიიდან – 2 800, ეგვიპტიდან – 1 500, ლიბანიდან – 800, სირიიდან – 600, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჯამში – 300. სულ შემოსული 257 ათასიდან, მთლიანად არაბული ქვეყნებიდან ჯამში შემოსული 4%-ია,“ – განაცხადა ლევან მამალაძემ.

ამ განცხადებას კონსერვატორების წარმომადგენლის, ჯაბა ჟვანიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ არაბი მიგრანტები არ არის პრობლემა, ხოლო ის, რასაც მამალაძე ამბობს, არის ტყუილი და ,,არაბიზაცია” არავის დაურქმევია ამ პროცესებისთვის.

აღნიშნულის საპასუხოდ, ლევან მამალაძემ განაცხადა, რომ „არაბიზაციის” თემაზე მოსაუბრე ძალებმა, მოსახლეობას გაუკეთეს მანიპულირება და ააცდინეს დემოგრაფიული კრიზისის პრობლემას”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან მამალაძე: არაბიზაცია მანიპულირების მეთოდი იყო, რამაც ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო - გვაქვს მიგრაციის პრობლემა, რომელიც 12 წელიწადში გაიზარდა 10-ჯერ, 70%-ს შეადგენს დსთ-ს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მთლიანად, არაბული ქვეყნებიდან შემოსულია 4%
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ალტ ინფოს" მიერ "იგლ ჰილსის" წინააღმდეგ დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლაზე აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი მივიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები