პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის მხარეს მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის მხარეს მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტგაზეთი

უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ გურამ ჭიჭინაძეს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, 43 წლის გურამ ჭიჭინაძე სასჯელს მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოიხდის.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გურამ ჭიჭინაძემ უკრაინის ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2022 წლის ოქტომბერში გააფორმა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

მათივე ცნობით, გურამ ჭიჭინაძე რუსმა სამხედროებმა ტყვედ 2024 წლის თებერვლის ბოლოს აიყვანეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის გურამ ჭიჭინაძეს, რომელიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინაში ტყვედ აყვანილ გურამ ჭიჭინაძეს 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რუსეთის პროკურატურა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაში ტყვედ აყვანილ გურამ ჭიჭინაძეს 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რუსეთის პროკურატურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები