პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინაში ტყვედ აყვანილ გურამ ჭიჭინაძეს 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რუსეთის პროკურატურა

რუსეთის პროკურატურის ცნობით, უკრაინის მხარეს მებრძოლ ტყვედ აყვანილ 43 წლის გურამ ჭიჭინაძეს 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

უკრაინაში ტყვედ აყვანილ გურამ ჭიჭინაძეს 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რუსეთის პროკურატურა
რადიო თავისუფლება

რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლი 43 წლის გურამ ჭიჭინაძე ტყვედ 2024 წლის თებერვალში აიყვანეს. რამდენიმე კვირაში მის შესახებ რუსეთის სახელმწიფო არხმა Россия-24-მა მოამზადა მასალა, რომელშიც ჭიჭინაძეს თვალთან სილურჯე ეტყობოდა.

როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ჭიჭინაძე წარმოშობით ქუთაისელია, თუმცა წლების განმავლობაში უკრაინის დედაქალაქ კიევში ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ ის მოხალისედ კიევის ტერიტორიური თავდაცვის ბრიგადას შეუერთდა.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომში უკრაინის დასახმარებლად ათობით ქართველი იბრძვის.

რადიო თავისუფლებამ არაერთი მასალა მოამზადა რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილ ქართველებზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის გურამ ჭიჭინაძეს, რომელიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიუკრაინის მხარეს მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის მხარეს მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები