უკრაინაში მებრძოლი ქართველის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
უკრაინაში მებრძოლი ქართველის, გიორგი ფარცვანიას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს 10-წლიანი პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა მიუსაჯეს. გამოძიების ცნობით, თავდასხმა FSB-ს დავალებით ხორციელდებოდა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, გიორგი ფარცვანიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - მას ქონებაც ჩამოართვეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მამაკაცი ФСБ-ს დავალებით მოქმედებდა - მან გიორგი ფარცვანიას მანქანის საქარე მინიდან ესროლა, თუმცა ტყვია აისხლიტა, შემდეგ კი იარაღი მწყობრიდან გამოვიდა.
გამოძიების ვერსიით, თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და ბრალდებულს თანამზრახველიც ჰყავდა.
ქართველ მებრძოლზე თავდასხმა 2026 წლის იანვარში მოხდა.
"14 იანვარი, 2026 წელი, ეს ის კადრებია, როცა მესროლეს, არც კი დავიბენი, 3 მეტრიდან ამაცილა პირველი ტყვია, სურათში ჩანს როგორ გამიმართლა". - წერს ქართველი მებრძოლი FB-ზე და ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„14 იანვარი, 2026 წელი, ეს ის კადრებია, როცა მესროლეს, არც კი დავიბენი, 3 მეტრიდან ამაცილა პირველი ტყვია, სურათში ჩანს როგორ გამიმართლა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…